понедельник, 20 октября 2014 г.
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს დასრულდა ტრენინგი-ინტელის სასწავლო პროექტები. მიმაჩნია რომ ეს ტრენინგი ყველამ უნდა გაიაროს,მივიღეთ კარგი გამოცდილება, ინფორმაციები თუ როგორ შეიძლება პროექტის კეთება. ტრენინგის ყველა ეტაპი მიმდინარეობდა ძალიან საინტერესოდ. მასწავლებლები ვიყავით აქტიურად ჩართულები პრაქტიკულ მუშაობაში, ვუზიარებდით ერთმანეთს იდეებს. სწორ მიმართულებებს გვაძლევდა ტრენერი.ვიმუშავეთ სხვადასხვა მასალებზე: ჩეკლისტები, რუბრიკები, პროექტის გეგმა, განვიხილეთ ბუკლეტები და საბოლოოდ შევქმენით საკუთარი პროექტის მასალები.დღეიდან ვაპირებ აქტურად ჩავრთო სასწავლო პროცესში პროექტებით სწავლების მეთოდი,
четверг, 9 октября 2014 г.
მეშვიდე დღის რეფლექსია
ვიუერის გამოყენებამ ძალიან საჭირო ინფორმაციები მომცა. დავათვალიერე ბევრი საინტერესო ნამუშევარი, შეფასების რუბრიკები, ჩეკლისტების ფორმები.ეს მასალები დაეხმარება მასწავლებელს საინტერესო პროექტების მომზადებაში.
вторник, 7 октября 2014 г.
მეექვსე დღის რეფლექსია
7.10
ტრენინგზე ვიმუშავეთ სხვადასხვა საკითხებზე. განვამტკიცეთ ბლოგზე მუშაობის უნარები. დავათვალიერეთ კოლეგების ნამუშევრები. ძალიან მომეწონა რამდენიმე პროექტი.
ტრენინგზე ვიმუშავეთ სხვადასხვა საკითხებზე. განვამტკიცეთ ბლოგზე მუშაობის უნარები. დავათვალიერეთ კოლეგების ნამუშევრები. ძალიან მომეწონა რამდენიმე პროექტი.
четверг, 2 октября 2014 г.
вторник, 30 сентября 2014 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საინტერესო იყო. ვიმუშავეთ პრეზენტაციის შექმნაზე, დავათვალიერეთ სხვისი შექმნილი პრეზენტაციები. იმედია მეც შევძლებ საინტერესო პროექტების შქმნას. გისურვებთ წარმატებებს კოლეგებო!
четверг, 18 сентября 2014 г.
მეორე დღის რეფლექსია
საინტერესო ტრენინგი შედგა. ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება. შევქმენი ბუკლეტი,რომელიც ძალიან მომწონს და ეს ტრენერის დამსახურებაა. სასიამოვნოა კოლეგებთან ურთიერთობა, მათი აზრის მოსმენა და გათვალისწინება.
ჩემი პროექტი მიზნად ისახავს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. მოსწავლეები შეეცდებიან დროის გადანაწილებას,ინფორმაციის დამუშავებასა და დახარისხებას.პროექტის სცენარი მინდა რომ გამოვიდეს საინტერესო, სახალისო და ადვილი შესასრულებელი მოსწავლეთათვის, ამიტომ კიდევ ვაგრძელებ ამ საკითხზე ფიქრსა და მუშაობას. ჩემი კოლეგებიც დაკავებული არიან ამ საქმით. ყველას ვუსურ წარმატებას. მადლობა ყურადღებისათვის.

Подписаться на:
Сообщения (Atom)